SOCIAL SERVICE AGENCYLEPL STATE REGULATION AGENCY FOR MEDICAL ACTIVITIESSTATE FUND FOR PROTECTION AND ASSISTANCE OF (STATUTORY) VICTIMS OF HUMAN TRAFFICKINGSOLIDARITY FUNDდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიLABOUR MARKET INFORMATION SYSTEMGOVERMENT OF AUTONOMOUS REPUBLIC OF ADJARAაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • Contrast:

  • ჩვეულებრივი კონტრასტი
  • ღამის კონტრასტი
  • შავ-თეთრი კონტრასტი
  • შავი და ყვითელი კონტრასტი
  • ყვითელი და შავი კონტრასტი
  • Resolution:

  • ფიქსირებული ზომა
  • განიერი განლაგება
  • Font:

  • პატარა ზომის შრიფტი
  • A
  • დიდი ზომის შრიფტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს _ კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის

ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

`საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და `საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის #247 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის განვითარებისა და სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეიქმნას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სათათბირო ორგანო _ კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. დამტკიცდეს კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს დებულება (დანართი #1).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლადო ჭიპაშვილი

დანართი #1

კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1. ტერმინები და განმარტებები

ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები და განმარტებები:

ა) კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაცია (გაიდლაინი) -მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის (ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის რეკომენდაცია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველ დოკუმენტს და დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ;

ბ) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) _ კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა თანმიმდევრობა.

მუხლი 2. კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს სტატუსი და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის საბჭო (შემდგომში საბჭო) წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში მინისტრი) სათათბირო ორგანოს.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით.

მუხლი 3. საბჭოს მიზნები და ამოცანები

საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა) მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის განვითარება და სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება;

ბ) გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების, განხილვის, დამტკიცებისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია, მათი ეტაპობრიობისა და გეგმიურობის უზრუნველყოფა;

გ) კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციების დანერგვის პროცესის ზედამხედველობა, განხორციელებისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრა.

მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ზოგადი წესი

1. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის ორი მოადგილე.

2. საბჭოს შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედიან წარმომადგენლები სამინისტროდან, დარგობრივი ასოციაციებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან.

.3. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, შემოსული გაიდლაინებისა და პროტოკოლების აღრიცხვისათვის, დამტკიცებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების რეესტრის წარმოებისათვის მინისტრი ნიშნავს პასუხისმგებელ მდივანს სამინისტროს თანამშრომლებიდან.

4. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

5. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ. მორიგი სხდომის მოწყობის თარიღს განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე.

6. რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან წევრთა ერთი მესამედი არგუმენტირებული მოთხოვნით.

7. კონკრეტული საკითხების აქტუალურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გარკვეული ღონისძიებების განხორციელების და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით საბჭო უფლებამოსილია შექმნას მუშა ჯგუფები, როგორც საბჭოს წევრებისაგან, ასევე მოწვეული ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან.

8. საბჭოს სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, რომელსაც ადგენს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი;

9. საბჭოს სხდომები ღიაა.

10. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა.

11. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს უჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრით. ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავჯდომარის ხმა.

12. კენჭისყრა იმართება ღია წესით.

13. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც საბჭოს შემადგენლობაში არ შედიან.

14. საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს დარგობრივ ასოციაციებთან. სპეციალისტთა ჯგუფის მიერ თანდართული ფორმების (ფორმა #1, #2) მიხედვით შემუშავებული გაიდლაინები და პროტოკოლები დარგობრივ ასოციაციებში ექსპერტიზის გავლის შემდგომ წარედგინება საბჭოს (საბჭო უფლებას იტოვებს განმეორებითი ექსპერტიზისა).

15. საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომლის შედგენას უზრუნველყოფს სხდომის მდივანი.

16. საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. სხდომის ოქმში აგრეთვე უნდა აისახოს ნებისმიერი წევრის კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ თავშეკავების ან უარის თქმის ფაქტები (თუ საბჭოს წევრი ამის შესახებ სხდომაზე განაცხადებს) და სხდომაზე გამოთქმული ყველა განსხვავებული აზრი.

17. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დასამტკიცებლად.

მუხლი 5. საბჭოს წევრები

საბჭოს წევრებს უფლება აქვთ:

ა) წინასწარ გაეცნონ განსახილველ საკითხებს;

ბ) მოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია განსახილველი საკითხების შესახებ, გამოთქვან აზრი და მიაწოდონ საბჭოს თავისი წინადადებები;

გ) განახორციელონ კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციის (გაიდლაინის) ფორმა #1

1.

დაავადების დეფინიცია, სინონიმები, კლასიფიკაცია და ტერმინოლოგია (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შევიდეს ამ დაავადების სხვადასხვა ფორმების და გართულებების დეფინიციებიც);

2.

ეპიდემიოლოგია (მოკლე შეჯამება. ამავე თავში დასაშვებია პროგნოზიც). ეპიდემიოლოგია საქართველოსათვის - სასურველია;

3.

ეტიოპათოგენეზი (მოკლე შეჯამება):

დაავადების სუბსტრატი/პათოგენეზი/გამომწვევები;

4.

კლინიკური სიმპტომატიკა:

ა) სიმპტომების ჩამონათვალი;

ბ) დაავადების ტიპები (თუ ეს მნიშვნელოვანია მკურნალობის თვალსაზრისით);

გ) დაავადების გართულებები

5.

დაავადების დიაგნოზი:

ა) დიაგნოსტიკური კრიტერიუმი - მთავარი კლინიკური სიმპტომების და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მონაცემების ერთობლიობა, სადაც ეს შესაძლებელია;

ბ) დიფერენციალური დიაგნოზის ჩამონათვალი;

გ) სიმძიმის ხარისხი - მოკლედ

6.

გამოკვლევების სქემა (სასურველია - სპეციფიური გამოკვლევების თანმიმდევრობის ან ჩატარების დროის ჩვენებით, შეიძლება - ალგორითმის სახით)

7.

მკურნალობის სქემა (პრეპარატის ჯგუფის დონეზე, თუმცა სასურველია სპეციფიური ჩვენებების - ფორმების/გართულებების, ძირითადი პრეპარატების დოზირების და ხანგრძლივობის მიხედვით; აქვე უნდა იქნას მითითებული ძირითადი გვერდითი მოვლენები და მკურნალობის შეზღუდვები. მკურნალობის სქემა შეიძლება შეჯამებულ იქნას ალგორითმის სახით)

8.

რეაბილიტაცია /მეთვალყურეობა - სადაც ეს მნიშვნელოვანია

9.

ეთიკურ-სამართლებრივი რეკომენდაციები*

10.

პრაქტიკაში ადაპტაციის და პროტოკოლების შემუშავების რეკომენდაციები*

11.

გაიდლაინის გადასინჯვის და განახლების ვადა (თუ სხვაგვარად არაა დასაბუთებული პირველწყაროში, სასურველია - 2 წელი)

12.

გაიდლაინის მიღების ხერხი/წყარო

(პირდაპირი თარგმანი, ადაპტაცია, თუ სხვადასხვა გაიდლაინების შეჯერება)

13.

ალტერნატიული გაიდლაინის მითითება (თუ არსებობს)

14.

გამოყენებული ლიტერატურა (მტკიცებულების ხარისხის მითითებით)

15.

ავტორთა ჯგუფი (რედაქტორი, კოლექტივი, რეცენზენტები/ექსპერტები)

* - აღნიშნული საკითხები დასაშვებია არ შევიდეს გაიდლაინის მოკლე ვერსიაში

 

დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) ფორმა #2

1.

დაავადების/ნოზოლოგიის/სინდრომის მოკლე განმარტება

2.

კრიტერიუმები

ა) დამადასტურებელი

ბ) გამომრიცხავი

3.

სიმპტომები და ნიშნები

ა) დამადასტურებელი

ბ) გამომრიცხავი

4.

დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული ტესტები და სპეციალისტთა კონსულტაციები

ა) პირველ 4 საათში

ბ) პირველ 24 საათში

გ) პირველ 3 დღეში

5.

მკურნალობა

ა) I ალტერნატივა

ბ) II ალტერნატივა

გ) განსაკუთრებული შემთხვევა (მაგ. გართულების მკურნალობა)

პროგრესის/რეგრესის მაჩვენებლები

6.

რეაბილიტაცია და დაკვირვება

მონიტორინგის სამიზნეები

7.

გაიდლაინი, რომელსაც ეყრდნობა აღნიშნული პროტოკოლი

8.

ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

`კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 27 მარტის #94/ნ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს შემადგენლობა:

ა) ლადო ჭიპაშვილი

_ მინისტრი, თავმჯდომარე;

ბ) ლევან ჯუღელი

_ მინისტრის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ვარლამ მოსიძე

_ მინისტრის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;

დ) სანდრო ურუშაძე

_ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი;

ე) რიმა ბერიაშვილი

_ დარგობრივი რეგულირების დეპარტამენტის უფროსი;

ვ) ზაზა ბოხუა

_ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის

მოადგილე;

ზ) მერაბ ქავთარაძე

_ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

პრორექტორი;

თ) ირაკლი სასანია

_ სს მ. იაშვილის სახ. ბავშვთა რესპუბლიკური

საავადმყოფოს გენერალური დირექტორი;

ი) რევაზ გაგუა

_ სს პროფ. ა. ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის

ნაციონალური ცენტრის სააქციო საზოგადოების

თავმჯდომარე;

კ) დავით პავლიაშვილი

_ სს აკ. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო

ცენტრის გენერალური დირექტორი;

ლ) თენგიზ ცერცვაძე

_ სს ინფექციური პათოლოგიების და შიდსის

სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის სააქციო

საზოგადოების თავმჯდომარე;

მ) არჩილ სალაყაია

_ სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა

ეროვნული ცენტრის დირექტორი;

ნ) თენგიზ ასათიანი

_ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის

პრეზიდენტი;

ო) ფრიდონ თოდუა

_ საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;

პ) გიორგი ნანეიშვილი

_ ავ. ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა

საზოგადოების თავმჯდომარე;

ჟ) დავით ვირსალაძე

_ ვ. ივერიელის სახ. საქართველოს ენდოკრინოლოგთა

ასოციაციის პრეზიდენტი;

რ) ირინა ქაროსანიძე

_ საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა

ასოციაციის პრეზიდენტი;

ს) ზვიად კირტავა

_ ეროვნული საინფორმაციო-სასწავლო ცენტრის

დირექტორი;

ტ) კახა ხელაძე

_ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის სამედიცინო

სტანდარტების და ნორმების სამმართველოს უფროსი,

პასუხისმგებელი მდივანი.

უ) თამარ ლობჟანიძე

_ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების

ხელმძღვანელი;

2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ლადო ჭიპაშვილი