სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • ჩვეულებრივი კონტრასტი
  • ღამის კონტრასტი
  • შავ-თეთრი კონტრასტი
  • შავი და ყვითელი კონტრასტი
  • ყვითელი და შავი კონტრასტი
  • განლაგება:

  • ფიქსირებული ზომა
  • განიერი განლაგება
  • შრიფტი:

  • პატარა ზომის შრიფტი
  • A
  • დიდი ზომის შრიფტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი

შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:

შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

შრომის სფეროში მოქმედი ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

შრომის სფეროში სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;

კოლექტიური შრომითი დავების რეგულირებისთვის, სოციალურ პარტნიორებთან ერთად, მედიატორის ფუნქციების შესრულება, 
შრომისა და დასაქმების სფეროში საერთაშორისო კონვენციების, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი; სახელმწიფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება/წარდგენა;

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ამ სფეროში მოქმედ სხვა საერთაშორისო და სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობა;

დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის სფეროში წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

შრომის ბაზრის კვლევა და ანალიზი;

შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის (პროფორიენტაცია, პროფკონსულტირება, დასაქმებაში დახმარება) განვითარების მხარდაჭერა;

სამუშაოს მაძიებლების (მ.შ. უმუშევრების) რეგისტრაციისა და აღრიცხვის მეთოდური მასალების შემუშავება;

დასაქმების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელი სამინისტროს სისტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

დასაქმების ფორუმების ორგანიზება;

შრომითი მიგრაციის (შიდა და გარე) რეგულირებისათვის წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

დასაქმების კერძო სააგენტოების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წვევამდელთა გაწვევის განხორციელება და მათი დასაქმების ორგანიზება;

დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

დეპარტამენტში შემოსული მოქალაქეთა წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.