სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი

ჯანმრთელობის ეროვნული მოხსენება მზადდება 1997 წლიდან და მასში განხილულია ჯანმრთელობის დაცვის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა ჯანმრთელობის ძირითადი პრობლემები, ქცევითი დეტერმინანტები, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მდგომარეობა (მომსახურების მიწოდება, ადამიანური რესურსები, ფარმაცევტული ბაზარი, ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება და სხვ.)

ჯანდაცვის სფეროს სერიოზულ გამოწვევებზე რეაგირება და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა არ განეკუთვნება მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, ამიტომ ეროვნულ მოხსენებაში განხილულია ჯანდაცვის სისტემის გარეთ არსებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საკვები, გარემო, სოციალური და სხვა დეტერმინანტები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის ხარისხს.

დოკუმენტი წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსისა და ჯანდაცვის სისტემის ძირითადი შემადგენელი ნაწილების, ე.წ. „სამშენებლო ბლოკების“ შეფასების მცდელობას, ამიტომ საკმაოდ ფართოა დოკუმენტის როგორც დანიშნულება, ასევე პოტენციურ მომხმარებელ პირთა წრე.

 

ჯანმრთელობის ეროვნული მოხსენება