სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს, მათ შორის ქართველ ვეტერანებს 2500 ევროს კომპენსაციას გადაუხდის
15 აგვისტო, 2017

გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს, მათ შორის ქართველ ვეტერანებს 2500 ევროს კომპენსაციას გადაუხდის

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.

2015 წლის 21 მაისს გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილმა საბჭოთა კავშირის ტყვეებმა უნდა მიიღონ სიმბოლურად ფინანსური დახმარება. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომელნიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში პატიმრობაში იმყოფებოდნენ 1941 წლის 22 ივნისიდან 1945 წლის 8 მაისამდე, შეუძლიათ მიიღონ ერთჯერადი დახმარება 2.500 ევროს ოდენობით. შემწეობაზე, რომელიც შესაბამისი განაცხადის გაკეთების გზით გაიცემა, არ არსებობს სამართლებრივი პრეტენზიის საფუძველი, არ შეიძლება უფლების მესამე პირისთვის გადაცემა, ასევე დაუშვებელია მისი მემკვიდრეობით გადაცემა. მხოლოდ თავად, დაზარალებულს ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია განცხადების დაყენება.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბერი.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

http://www.bund.de/Content/DE/Home/homepage_node.html