სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა  ან/ და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი სამედიცინო  დაწესებულებების საყურადღებოდ!
23 მარტი, 2018

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა ან/ და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი სამედიცინო დაწესებულებების საყურადღებოდ!

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა  ან/ და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი სამედიცინო  დაწესებულებების საყურადღებოდ!

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცდა სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ახალი ფორმები. კერძოდ:

 ა)  სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმები   (დანართი 1);

 ბ) სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების  ფორმა  (დანართი 2);

გ) სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმები სტაციონარული ნებართვის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი 3);

დ) სამედიცინო პერსონალის შესახებ ანგარიშგების ფორმა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მქონე სამედიცინო დაწესებულებებისთვის (დანართი 4).

შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში  ანგარიშგების წარმოდგენა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moh.gov.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით.  ამასთან, გაცნობებთ, რომ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელმა დაწესებულებებმა №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული პირველი და მე-2 დანართით განსაზღვრული შევსებული ფორმები უნდა წარადგინონ როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე, ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) ელექტრონული გადამტანი), ხოლო მე-3 და მე-4 დანართებით განსაზღვრული ინფორმაცია - მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სტაციონარული დაწესებულების ნებართვის მფლობელი ანგარიშგებას სალიცენზიო და სანებართვის პირობების დაცვის შესახებ, წინა კალენდარული წლის მდგომარეობით,  ახორცილებს ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 22 მარტის  ბრძანება N01/-14/ნ. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობებისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების თაობაზე

 დანართი1

დანართი2

დანართი3

დანართი4