სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
16 თებერვალი, 2017

ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებისთანავე, ლოგიკა, რომ კერძო დაზღვევის მქონე პირი  ვერ მოხვდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში,  დაწესდა 2013 წელს და გაგრძელდება 2017 წელსაც“. ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განცხადებით, პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პერიოდულად და პერმანენტულად უნდა მომხდარიყო  კერძო დაზღვევით მოსარგებლეების მონაცემთა ბაზების განახლება, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღმა არ დარჩენილიყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც 2013 წლის 1 ივლისის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს კერძო დაზღვევა, ან პირიქით არ გამხდარიყვნენ ორმაგი დაზღვევით მოსარგებლეები - კერძო სადაზღვევო პაკეტთან ერთად დარჩნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებად.

ასეთი მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა სადაზღვევო სექტორს. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიები ერთი მხრივ, გამოთქვამდნენ მზადყოფნას ეთანამშრომლათ სამინისტროსთან ამ მიმართულებით, მეორე მხრივ, რეალურად არ აწვდიდნენ სამინისტროს განახლებულ ინფორმაციას კერძო დაზღვევით მოსარგებლეთა შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ვითარება წლების განმავლობაში არ შეცვლილა.

სწორედ ბაზების განახლების შეუძლებლობის შედეგად, საქართველოს 115 ათასი  მოქალაქე,  რომლებმაც სხვადასხვა დროს დაკარგეს კერძო სადაზღვევო პაკეტი, დარჩნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტის  გარეშე, ისინი სარგებლობდნენ მხოლოდ მინიმალური პაკეტით. დავით სერგეენკო კერძო სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ დაინტერესებაზეც საუბრობს. ”ჩვენი გათვლით, არსებული ნაკლებად გამჭვირვალე სისტემის ხარჯზე ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონს მოიხმარს სადაზღვევო კომპანიები. ვვარაუდობთ, რომ ეს თანხა ზოგიერთი კომპანიის ანგარიშზე მიდის.“

სწორედ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა  2017 წლის თებერვალში „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ ცვლილების შეტანა, რომლითაც სადაზღვევო კომპანიებს 2017 წლის 22 თებერვლით განესაზღვრათ განახლებული მონაცემთა ბაზების წარმოდგენის ბოლო ვადა. მათგან მიღებული მონაცემების საფუძველზე კი განახლდება საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეთა ბაზები და კერძო სადაზღვევო პაკეტის მქონე მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

 ცვლილების შედეგად, ყველა ის მოქალაქე, რომელიც არ სარგებლობს კერძო სადაზღვევო მომსახურებით, გახდება „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ საბაზისო პაკეტის (და არა მინიმალური პაკეტის) მოსარგებლე;

მეორე მხრივ, ბაზების ანალიზის შედეგად, რესურსები მიმართული იქნება   მოქალაქეების უკეთესი ჯანდაცვითი სერვისებით უზრულველყოფისკენ, მათ შორის, „დაშენებული პაკეტებით“