სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
„კახეთი-იონის“ სამედიცინო ცენტრში C ჰეპატიტის კაბინეტი გაიხსნა
17 თებერვალი, 2017

„კახეთი-იონის“ სამედიცინო ცენტრში C ჰეპატიტის კაბინეტი გაიხსნა

გურჯაანში, „კახეთი-იონის" სამედიცინო ცენტრში C ჰეპატიტის კაბინეტი გაიხსნა. ადგილზე პროგრამის ბენეფიციარები დიაგნოსტირების და მკურნალობის კომპონენტებს მიიღებენ. C ჰეპატიტის კაბინეტი რეგიონში პირველი სერვის-პროვაიდერი კლინიკაა. გახსნის შემდეგ, სტუმრები „კახეთი-იონის" მუშაობის პროცესს გაეცნენ და შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტები დაათვალიერეს. ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, ექიმი-ლაბორანტი და „კახეთი-იონის" ვიცე-პრეზიდენტი ჟაკ სიმარი, ასევე ბურგუნდიის საბჭოს წევრი და სამედიცინო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ერიკ ჟანწი დაესწრნენ.