სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა
18 თებერვალი, 2017

საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა

საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა. ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე სამედიცინო ცენტრის გახსნას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო. ცენტრი ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტისა და ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთობლივი პროექტია. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ სამედიცინო ცენტრში ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მქონე პირების დიაგნოსტირება, მკურნალობა და მონიტორინგი განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები შემდგომი გამოკვლევისა და მკურნალობისთვის ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტში გაიგზავნებიან. პრეზენტაციაზე ჯანდაცვის სისტემისთვის ეპილეფსიისა და ძილის მედიცინის ცენტრის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გახსნასთან დაკავშირებით, ძილის დარღვევების შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი. დასკვნით ნაწილში, კლინიკური შემთხვევები განიხილეს და თემის გარშემო დისკუსია გაიმართა. ცენტრის გახსნას ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ნიკოლოზ მენთეშაშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით ფერაძე, ეპილეფსიისა და ძილის ცენტრის ხელმძღვანელი ნათელა ოკუჯავა და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელი ჟან ვილემ ბარძილაი ესწრებოდნენ.