სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ჯანდაცვის მინისტრი მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
22 თებერვალი, 2017

ჯანდაცვის მინისტრი მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოლდოვის ჯანდაცვის ვიცე-მინისტრ ოლეგ კრეჩუნის მეთაურობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მოლდოვის დელეგაციას შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სადისპეტჩეროს მართვის, მედპერსონალის გადამზადებისა და ჯანდაცვის სისტემაში არსებული საკითხები განიხილეს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა ესწრებოდნენ. მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 21 თებერვალს დაიწყო. მის შემადგენლობაში მოლდოვის სასწრაფო დახმარების ეროვნული ცენტრის ვიცე-დირექტორი ალექსანდრე გიდირიმსკი, სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი ვიაჩესლავ პლემედიალე, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსლან ცურკანი, მოლდოვის რესპუბლიკის 112-ის დირექტორი ლივიუ აბაროკი, პროექტის კოორდინატორი ალექსანდრე შარკო და ასისტენტი ალექსანდრე ანდრიევსკი შედიან.