სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ნინო ბერძულმა გახსნამდე ახალაშენებული
03 მარტი, 2017

ნინო ბერძულმა გახსნამდე ახალაშენებული "გაგუას კლინიკა"დაათვალიერ

დედის დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ახალაშენებული „გაგუას კლინიკა“ დაათვალიერა და გახსნამდე იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. 100 საწოლზე გათვლილი სამშობიარო კლინიკა თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება. ადგილზე ქალის ჯანმრთელობის მიმართულებით ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება იქნება შესაძლებელი. ადგილზე 30-მდე მეცნიერებათა დოქტორი დასაქმდება. კლინიკური ფუნქციების გარდა, მას სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება. „გაგუას კლინიკაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ სწავლებას გაივლიან. ”გაგუას კლინიკა“ შშმ პირებზე სრულად არის ადაპტირებული. ის პირველ აპრილს გაიხსნება და ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული