სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა
09 მარტი, 2017

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. შეხვედრის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოქმედო გეგმის 2016-2020 განხორციელების შეფასება და ორი წლის მუშაობის შედეგების ანალიზი. 2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე გლობალური ჯანმრთელობის სექტორის პირველი სტრატეგია და შეიმუშავა გლობალური მიზნები. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი მიზანი კი არის ვირუსული ჰეპატიტის ახალი ინფექციების 90%-ით შემცირება და ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება 2030 წლისთვის. ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ხელსაწყოები უკვე შემუშავებულია. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა და მკურნალობა უკვე არსებობს. ჯერ-ჯერობითარ არსებობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ ბოლო წლებში ამ მიმართულებით უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი. ე.წ. პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული ორალური მედიკამენტების შექმნამ, პოტენციურად შესაძლებელი გახადა პაციენტთა 90%-ზე მეტის განკურნება 2-3 თვის განმავლობაში. თუმცა, ბევრ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა, რეგულაციები და მედიკამენტების მაღალი ფასები მიუწვდომელს ხდის მკურნალობას დაავადებულთა უმეტესობისათვის. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამ მხრივ უნიკალურია, რამეთუ თანამედროვე ანტივირუსული მკურნალობა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის სრულიად ხელმისაწვდომია. სამუშაო შეხვედრას დაესწრო აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი. ასევე, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კლინიცისტები და საერთაშორისო ექსპერტები