სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • ჩვეულებრივი კონტრასტი
  • ღამის კონტრასტი
  • შავ-თეთრი კონტრასტი
  • შავი და ყვითელი კონტრასტი
  • ყვითელი და შავი კონტრასტი
  • განლაგება:

  • ფიქსირებული ზომა
  • განიერი განლაგება
  • შრიფტი:

  • პატარა ზომის შრიფტი
  • A
  • დიდი ზომის შრიფტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
საყოველთო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული უნიკალური ოპერაცია  ქართული მედიცინის ისტორიაში
20 მარტი, 2017

საყოველთო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული უნიკალური ოპერაცია ქართული მედიცინის ისტორიაში

34 კვირის ორსულს ექიმებმა Helsicore - ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში კარდიოლოგიური ოპერაცია და საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. პაციენტს აღმავალი აორტის და აორტის სარქველის სასწრაფო პროთეზირება ესაჭიროებოდა, თუმცა მანამდე ფეხმძიმობა საკეისრო კვეთით უნდა დასრულებულიყო. პაციენტი ღუდუშაურის კლინიკიდან მეან-გინეკოლოგთა და ნეონატოლოგთა გუნდის თანხლებით კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს. ადგილზე ორი კლინიკის - „ჰელსიკორის“ და „ღუდუშაურის“ სპეციალისტთა გუნდმა უმოკლეს დროში დასვა დიაგნოზი და ოპერაცია წარმატებით დაასრულა. ურთულესი ოპერაცია 11 საათს გრძელდებოდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ქართული მედიცინის ისტორიაში უნიკალური ოპერაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.