სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
შეხვედრა ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებთან
10 აპრილი, 2017

შეხვედრა ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებთან

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. დავით სერგეენკოს განმარტებით, სახელმწიფო მარტოხელა პენსიონერებსა და  სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ძირითადი ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფს. შეხვედრაზე მინისტრმა ფარმ-ინდუსტრიის წარმომადგენლებს ის ძირითადი მოთხოვნები გააცნო, რაც მედიკამენტის შესყიდვისას იქნება გათვალისწინებული. მთავარი აქცენტი, კი ხარისხზე კეთდება.

„სახელმწიფო აწესებს ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალ სტანდარტს - რაც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ხარისხის კონტროლის სერტიფიკატი“.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ბრონქიალური ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები - ეს იმ დაავადებათა ჩამონათვალია, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. 

ახალი პროგრამა ზაფხულში ამოქმედდება და მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას  30-მდე დასახელების მედიკამეტით უზრუნველყოფს.