სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სტანდარტები
20 აპრილი, 2017

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სტანდარტები

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მომსახურების სტანდარტები შეიმუშავა. აქამდე ეს სტანდარტი არ არსებობდა და სოციალური დაცვის დეპარტამენტმა ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციასთან ერთად ჩამოაყალიბა ის მიდგომები, რაც მომსახურების ხარისხს გაზრდის და ქვეპროგრამის ეფექტურობის კონტროლს გაამარტივებს.

რა უფლება- მოვალეობები აქვთ სერვის-პროვაიდერებსა და მომსახურებაში ჩართულ ოჯახებს, რა დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეს წესრიგში პროვაიდერ ორგანიზაციას, როგორ უნდა იქნას მიღწეული ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, რა მოთხოვნები უნდა არსებობდეს პერსონალის მიმართ, რა უნდა გაკეთდეს ძალადობის ეჭვის ან აღმოჩენის დროს - ახლადშემუშავებული სტანდარტი ამ და კიდევ ბევრ მნიშვნელოვან თემას მოიცავს.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ამ პრეზენტაციას ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში ჩართული მომსახურების მომწოდებლები და რამდენიმე მშობელი ესწრებოდა. შეხვედრის ბოლოს  დისკუსიაც გაიმართა, სადაც  ტექნიკურ საკითხებზე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს.  დაგეგმილია ცალკე შეხვედრა ქვეპროგრამაში  ჩართული ბავშვების  მშობლებთან, რათა მათაც გაიცნონ  ახალი სტანდარტები და საკუთარი პოზიცია გამოხატონ.

პოზიციების შეჯერების შემდეგ ადრეული განვითარების მომსახურების  სტანდარტი დამტკიცდება და მომსახურების მონიტორინგი სტანდარტის მიხედვით განხორციელდება.