სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • ჩვეულებრივი კონტრასტი
  • ღამის კონტრასტი
  • შავ-თეთრი კონტრასტი
  • შავი და ყვითელი კონტრასტი
  • ყვითელი და შავი კონტრასტი
  • განლაგება:

  • ფიქსირებული ზომა
  • განიერი განლაგება
  • შრიფტი:

  • პატარა ზომის შრიფტი
  • A
  • დიდი ზომის შრიფტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
საქართველო ბელარუსის რესპუბლიკას C ჰეპატიტთან ბრძოლაში დაეხმარება
05 მაისი, 2017

საქართველო ბელარუსის რესპუბლიკას C ჰეპატიტთან ბრძოლაში დაეხმარება

საქართველოს მთავრობა ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტ - „სოვალდის“ 1500 ბოთლს, რაც 500 პაციენტის მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. დღეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მკურნალობა უკვე შემდეგი თაობის მედიკამენტი „ჰარვონით“ მიმდინარეობს. ამდენად „სოვალდის“ დარჩენილი მარაგი ბელარუსის რესპუბლიკის მოსახლეობის მკურნალობას მოხმარდება. აღნიშნული დონაცია ამერიკული კომპანია „გილიადის“ თანხმობით ხორციელდება, რომელთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში პროგრამა უკვე წლებია წარმატებით მიმდინარეობს. მედიკამენტი „სოვალდის“ გადაცემის მიზნით საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და ხელშეკრულება დონაციის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს და ბელორუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერებმა - ალექსანდრე ჯეჯელავამ და ვასილი ჟარკომ, ხოლო დონაციის შესახებ ხელშეკრულებას - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანია „RUE BELPHARMATSIA-ს“ გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ გნიტიმ. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო. მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრამაში დარეგისტრირებულია 37 ათასზე მეტი პაციენტი, მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 36 500-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 29 ათასზე მეტმა ვირუსი წარმატებით დაამარცხა.