სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
განახლებული  კლინიკა მარნეულში
11 მაისი, 2017

განახლებული კლინიკა მარნეულში

მარნეულში „ავერსის“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. თავდაპირველად იგი მხოლოდ ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, ახლა კი კლინიკა 100 საწოლზეა გათვლილი. ცენტრში ფუნქციონირებს: ER - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი; რეანიმაცია; მოზრდილთა სტაციონარი; ბავშვთა სტაციონარი; სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი; კეთილმოწყობილი პალატები 100 საწოლზე; ქირურგიული დეპარტამენტი: 3 საოპერაციო დარბაზით; ფუნქციურ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი.

სამედიცინო ცენტრის გახსნას  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო. „ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის, „ავერსის“ მხრიდან მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის მოსახლეობისთვის, რათა ჰქონდეთ წვდომა სრულფასოვანი, მაღალხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების სერვისებზე“, - განაცხადა ნინო  ბერძულმა.

დღემდე „ავერსის“  კლინიკის მარნეულის ფილიალში სამედიცინო მომსახურება 63 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია და 6000-ზე მეტი ახალშობილი დაიბადა.