სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაძლიერების პროექტი
16 მაისი, 2017

გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაძლიერების პროექტი

საქართველოში ჯანმრთელი გარემოს შექმნისა და სისტემის ინსტიტუციური გაუმჯობესების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საჯარო სამსახურების დაძმობილების(twinning) პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება გარემოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების გზით, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1.3 მილიონი ევროს ღირებულების პროექტს ახორციელებენ იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (Istituto Superiore di Sanità), იტალიის ფონდი „მინოპრიო“ (Fondazione Minoprio), ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტო (PHE) და პოლონეთის პროფესიული მედიცინის ინსტიტუტი (NOFER), ბენეფიციარ უწყებასთან - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად.

პროექტის განხორციელების პერიოდი მოიცავს 21 თვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს საელმწიფო მინისტრის აპარატის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების,  იტალიის ელჩი საქართველოში, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის რესპულიკის საელჩოს წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობა. ასევე, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან,  საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.