სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ჰიპერტენზიის სკრინინგი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის
17 მაისი, 2017

ჰიპერტენზიის სკრინინგი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის

17 მაისს, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, უწყების თანამშრომლებს ჰიპერტენზიის სკრინინგი ჩაუტარდათ. გასინჯვებში ჩართულ პირებს სპეციალისტებმა არტერიული წნევა და პულსი გაუზომეს. შეაგროვეს ინფორმაცია მათი ასაკის, სქესის, რისკ-ფაქტორების, ანამნეზში გადატანილი სისხლძარღვოვანი ეპიზოდების შესახებ და შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს. პროექტი - „მაისის გაზომვების თვე“ - ჰიპერტენზიის სკრინინგის მიმართულებით პირველი გლობალური ინიციატივაა. ღონისძიება 100-მდე ქვეყანაში იმართება. კვლევის ფარგლებში დაგეგმილია ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 1%-ისთვის სკრინინგის ჩატარება. გასინჯვებში ჩართვა კი ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. არტერიული წნევის მიმართულებით მსოფლიო სკრინინგულ კვლევას ჰიპეტრენზიის საერთაშორისო საზოგადოება ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგასთან ერთად ახორციელებს. ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც უერთდა. არტერიული წნევის მსოფლიო სკრინინგული კვლევა მიზნად ჰიპერტენზიის კონტროლის გაძლიერებას ისახავს.