სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
სტომატოლოგთა ასოციაციის მე-13 საერთაშორისო კონგრესი
14 ივლისი, 2017

სტომატოლოგთა ასოციაციის მე-13 საერთაშორისო კონგრესი

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-13 საერთაშორისო კონგრესის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო. მან საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დარგის განვითარების, ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

კონგრესზე მომხსენებლებმა სტომატოლოგიიის მიმართულებით უახლესი მიდგომები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები განიხილეს. კონფერენციას სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი უძღვებოდა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში მან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე მარდალეიშვილი მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის ოქროს მედლითა და  სტომატოლოგთა ასოციაციის საპატიო წოდებით დააჯილდოვა.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.  

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესი პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ის ყოველწლიურად იმართება.