აჭარის სამშობიაროებს დონეები მიენიჭა
აჭარის პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის კონფერენცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა.
კონფერენციაზე პერინატალური რეგიონალიზაციის იმპლემენაციის მონიტორინგის შედეგები განიხილეს და რეგიონის პერინატალური სერვისის დაწესებულებებს შესაბამისი დონეები მიენიჭა.
პერინატალური მოვლის რეგიონალიზაცია შესაბამისი მოვლის უზრუნველყოფით დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გამოსავლების გაუმჯობესებას, ასევე ავადობისა და სიკვდილობის რისკის შემცირებას უზრუნველყოფს. პროექტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
საპილოტე პროგრამა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების პერინატალურ დაწესებულებებში 2015 წლის მაისიდან დაიწყო და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა.
კონფერენციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დაწესებულების ხელმძღვანელი პირები, სამეანო და ნეონატალური სამსახურის უფროსები დაესწრნენ.
პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის მომდევნო კონფერენცია სამეგრელოში გაიმართება.