სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
გორის ჰოსპიტალს ელექტრონული ჯანდაცვის ლიცენზიები გადაეცა
05 აგვისტო, 2017

გორის ჰოსპიტალს ელექტრონული ჯანდაცვის ლიცენზიები გადაეცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გორის სამხედრო ჰოსპიტალის ელექტრონულ ჯანდაცვაზე გადასვლისთვის საჭირო ლიცენზიები გადასცა. ღონისძიების დასაწყისში მინისტრებმა ავღანეთში თავდასხმის შედეგად უმცროსი სერჟანტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და წუთიერი დუმილით მის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათვე გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მედიკოსების მემორიალური დაფა მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს. 5000 ლიცენზია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო დოკუმენტების გაწერილი სტანდარტებით ელექტრონულად წარმოების საშუალებას მისცემს. სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი, სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, ისტორიებს ელექტრონულად უკვე აწარმოებს. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ არსებობდა საერთო სტანდარტი, რომელიც სისტემის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას უზრუნველყოფდა. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა მკურნალ ექიმსა და პაციენტს სამედიცინო ისტორიაზე, გადატანილ დაავადებებზე, ჩატარებულ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და იმუნიზაციის სტატუსზე სრულყოფილად წვდომის საშუალებას მისცემს. ასევე, უზრუნველყოფს პაციენტების ინფორმირებულობას ინდივიდუალური რეკომენდაციების, დანიშნულების და ჩასატარებელი კონსულტაციების შესახებ. სისტემის საშუალებით, შესაძლებელი გახდება მკურნალობის პროცესში არასაჭირო - დუბლირებული კვლევებისა და დანახარჯების თავიდან აცილება. ელექტრონული სისტემა კლინიკებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და პაციენტს შორის სამედიცინო მოვლის ხარისხისა და ფინანსური ბალანსის შესახებ სრულყოფილ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით, სამედიცინო დოკუმენტაციის რაციონალურად წარმოება და ჯანდაცვის პროექტების ხარჯთეფექტური მართვა იქნება შესაძლებელი.