სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
რეკომენდაციები ხანძრის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად
22 აგვისტო, 2017

რეკომენდაციები ხანძრის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს. რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის  არის გათვალისწინებული. ესენია: ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები და ორსულები. ასევე, მწეველები და მეხანძრეები. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში:

  • ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე; 
  • ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში;
  • შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები;
  • უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა;
  • რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა,  გამოიყენეთ რესპირატორი;
  • დამატებითი სერვისების მისაღებად, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას;

ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს.