სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომაზე ნინო ბერძული სიტყვით გამოვიდა
11 სექტემბერი, 2017

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომაზე ნინო ბერძული სიტყვით გამოვიდა

11-14 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ტარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა. სხდომაში მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება. დღევანდელ სესიაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული,რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში თამბაქოსთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე.
" 2017 წელს, ჯანდაცვის სფეროში მრავალი მიმართულებით გვაქვს პროგრესი. მინდა მივულოცო რეგიონალურ დირექტორს კიდევ ერთი წარმატებული წელი და მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. საქართველო სრულად ეთანხმება წარმოდგენილ პრიორიტეტებს . ჩვენი მთავარი მიზანია კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო სერვისებით მოცვა და ყველა მოქალაქე იყოს დაცული ძალიან მაღალი სამედიცინო ხარჯებისგან. 
საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი მამაკაცებში საკმაოდ მაღალია, სწრაფად მზარდია თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ქალებში, რაც პირდაპირ ხსნის, თუ რატომ გამკაცრდა საქართველოში თამბაქოზე კონტროლი.
თამბაქოს მოხმარების შემცირებას დიდი ადგილი უჭირავს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რაც არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის შემცირებას და ზოგადად მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ნიშნავს. 
ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველომ თამბაქოს კონტროლის კუთხით 2017 წლის მაისში გადადგა. მიღებულ იქნა ძალიან მკაცრი ზომები, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი ამ მიმართულებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. 
მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, რომ საქართველოში დაინერგოს ეს კანონი. საქართველო არჩეულ იქნა იმ 15 ქვეყანას შორის, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და FCTC სამდივნო თამბაქოსთან ბრრძოლაში დაეხმარება. 
საქართველო სწორ გზაზე იმყოფება და თამბაქოსთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს."-განაცხადა ნინო ბერძულმა