სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მემორანდუმი შრომითი მიგრაციის მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის
13 სექტემბერი, 2017

მემორანდუმი შრომითი მიგრაციის მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის

შრომითი მიგრაციის რეგულირებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს მისცემს საშუალებას, ელექტრონული წვდომა ჰქონდეს ბაზაში რეგისტრირებული იმ იურიდიული პირის შესახებ, რომლის საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან არის დაკავშირებული. ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი კი, ამ იურიდიულ პირთა მუდმივ მონიტორინგს, დარღვევების გამოვლენისას შემდგომ რეაგირებასა და საჭიროების შემთხვევაში, ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმირებას უზრუნველყოფს. პროცესში მონაცემთა გაცვლის სააგენტოც არის ჩართული. სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმება შრომითი მიგრაციის ეფექტიანად რეგულირებას, უწყებათაშორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და მონაცემების ხელმისაწვდომობას ემსახურება. უწყებები ამ მიმართულებით უკვე ერთი წელია თანამშრომლობენ და ბაზაში ამ დროისთვის 23.165 სუბიექტია რეგისტრირებული.