სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
დღესასწაულ
02 ოქტომბერი, 2017

დღესასწაულ "ახმეტობა 2017"-ს ჯანდაცვის სამინისტრო შეუერთდა

ახმეტაში, სახალხო დღესასწაულ „ახმეტობა 2017“-ს ჯანდაცვის სამინისტრო შეუერთდა. ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მოძრავი ამბულატორია განთავსდა. ექიმ-სპეციალისტთა ჯგუფი ადგილობრივებს C ჰეპატიტზე სკრინინგს მთელი დღის განმავლობაში უტარებდა. სწრაფი-მარტივი ტესტის გაკეთება ყველა მსურველს, უფასოდ შეეძლო. სახალხო დღესასწაულის აღნიშვნაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ადგილზე კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც გაიმართა. სახალხო დღესასწაული „ბიძინაობა“ ბახტრიონის აჯანყების მეთაურის, ახმეტის მკვიდრის, წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურად, 1-ელ ოქტომბერს აღინიშნება.