სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
შეხვედრა ირანის დელეგაციასთან
10 ოქტომბერი, 2017

შეხვედრა ირანის დელეგაციასთან

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ირანის დელეგაციას უპასპინძლა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სამედიცინო სფეროში არსებული თანამშრომლობისა და მისი გაფართოების პერსპექტივაზე იმსჯელეს. განსაკუთრებული აქცენტი ქვეყანათაშორის სამედიცინო ტურიზმის განვითარების, სასწავლო პროგრამებისა და ფარმაცევტული წარმოების საკითხებზე გაკეთდა. ირანულმა მხარემ სხვადასხვა მიმართულებით დაგროვებული გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერაციის, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა, ალი რაბიიმ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქვეყანაში ოფიციალურად მიიწვია და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.