სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა
23 ოქტომბერი, 2017

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა და პოლიტიკის შემუშავების მტკიცებულებებზე შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

სასწავლო კურსში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან 45 წარმომადგენელი მონაწილეობს.  შემოდგომის სკოლის ფარგლებში დელეგატები  საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ინფორმაციული ორგანიზების საკითხებს განიხილავენ.

სასწავლო კურსი 27 ოქტომბერს დაიხურება. ის ჯანმო-ს ორგანიზებით ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის გაუმჯობესებას, კვლევის მექანიზმების სრულყოფასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.