სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
საექიმო სპეციალობის მაძიებლებისთვის სტიპენდია დაწესდა
01 ნოემბერი, 2017

საექიმო სპეციალობის მაძიებლებისთვის სტიპენდია დაწესდა

ჯანდაცვის სამინისტრო საექიმო სპეციალობის მაძიებლებისთვის სტიპენდიას აწესებს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, ერთიან საკვალიფიკაციო გამოცდებზე უმაღლესი შეფასების საექიმო სპეციალობის მაძიებლებს სტიპენდია მიენიჭებათ. სტიპენდიანტები ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდების დასრულების შემდეგ, რეიტინგის მიხედვით გამოვლინდებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, თსსუ-ში საექიმო სპეციალობის მაძიებლებსა და მოქმედ რეზიდენტებთან გამართულ შეხვედრაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სტუდენტთა დაფინანსების ხელშეწყობის კიდევ ერთი პროგრამაა. „ჩვენ აქამდეც გვქონდა მხარდაჭერის პროექტი, რომლის ფარგლებშიც საზღვრისპირა რეგიონებისა და იმ რაიონებისთვის, სადაც დეფიციტური სპეციალობებია, გარკვეული სპეციალობები ფინანსდებოდა. ახლა გადავწყვიტეთ, დამატებით კიდევ გამოვყოთ მხარდაჭერის თანხა, რომლითაც დიპლომისშემდგომ განათლებას ყველაზე მაღალი შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს დავუფინანსებთ. 10 სტუდენტისთვის სრული ბიუჯეტი 22000 ლარით განისაზღვრება.“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზეც ისაუბრა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში კი, აუდიტორიის მოსაზრებებს გაეცნო და დასმულ კითხვებს უპასუხა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საექიმო სპეციალობის წარჩინებული მაძიებლებისთვის სტიპენდიის დაწესება სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.