სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა
04 ნოემბერი, 2017

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა

ქუთაისში, ონკოლოგიის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო.
სტაციონარული განყოფილება 50 საწოლზეა გათვლილი. უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა იქნება შესაძლებელი. ადგილზე ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციები ჩატარდება. პაციენტებს ზედამხედველობას ამერიკელი, გერმანელი და დანიელი ექიმ-ონკოლოგების გუნდი გაუწევს.
იმერეთის რეგიონში, ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ხაზოვანი ამაჩქარებელი 2015 წლიდან ფუნქციონირებს. უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლის - Truebeam-ის საშუალებით კი, რთულად მისადგომ სიმსივნურად დაზიანებულ უბნებში მიზნობრივად დასხივებაა შესაძლებელი.
ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილების გახსნით, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტები შესაბამისი მკურნალობის სრულ სპექტრს რეგიონიდან გაუსვლელად მიიღებენ.