• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოში შრომის უფლებების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა
09 ნოემბერი, 2017

საქართველოში შრომის უფლებების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

„შრომის უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი“ - ამ სახელწოდების კონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.  მან ყურადღება ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა და შრომის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში სახელმწიფოს როლი გამოჰყო. მომხსენებლებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე გააკეთეს აქცენტი. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა შრომის უფლებების, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებისა და ვეროპის სოციალური წესდებით გათვალისწინებული მუხლების შესრულების გზებიც განიხილეს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო