სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე კონფერენცია გაიმართა
15 ნოემბერი, 2017

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე კონფერენცია გაიმართა

საშვილოსნოს კიბოს პრევენციის მიზნით, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. პროექტის წარმატებით განსახორციელებლად, ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა. მან საშვილოსნოს კიბოს პრევენციაში ვაქცინაციის როლი გამოჰყო და იმუნიზაციის პროცესში 9-14 წლის გოგონების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „ადამიანის პაპილომა ვირუსი არის საშვილოსნოს კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ავადობის 70%-იანი წილი სწორედ ამ ინფექციაზე მოდის. ვაქცინაცია მოსახლეობაში კიბოს პრევენციის საშუალებას მოგვცემს. საქართველოში, ყოველწლიურად საშვილოსნოს კიბოთი 200-მდე ქალი იღუპება. სახელმწიფო ახორციელებს სკრინინგ პროგრამებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა კი უკვე არსებობს და ჩვენს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს ის. ეს პროექტი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე 70-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი,“ - განმარტა ნინო ბერძულმა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მონაწილეებს პაპილომავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს. ყურადღება ვაქცინის ეფექტურობა-უსაფრთხოებაზე, ამ მიმართულებით ქვეყნების გამოცდილებასა და როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეზე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე გამახვილდა. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობის ტვირთის, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, შერჩევით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ვაქცინაციის დანერგის პროცესის, კომუნიკაციის სამოქმედო და კრიზისის მართვის გეგმების შესახებაც გაეცნენ ინფორმაციას. 1 დეკემბრიდან თბილისში, ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში 9-14 წლის ასაკის გოგონებში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. პროექტი ვაქცინების გლობალური ალიანსის მხარდაჭერით ხორციელდება.