სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
ახალშობილთა სმენის სკრინინგზე კონფერენცია გაიმართა
15 ნოემბერი, 2017

ახალშობილთა სმენის სკრინინგზე კონფერენცია გაიმართა

„ახალშობილთა სმენის საყოველთაო სკრინინგი საქართველოში“ – ამ სახელწოდების კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა. შეხვედრის ფარგლებში ახალშობილთა სმენის უნივერსალური სკრინინგის დანერგვის პროცესში მოსალოდნელი გამოწვევები განიხილეს და ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნენ. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებაში ევროკავშირის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ახალშობილთა სმენის საყოველთაო სკრინინგი 2017 წლის 1 მარტიდან პერინატალური სერვისის მიმწოდებელ თითოეულ დაწესებულებაში ხორციელდება. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის უფლების ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა.