სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
დედათა და ახალშობილთა სტრატეგიის მიმდინარეობის ანგარიში
17 ნოემბერი, 2017

დედათა და ახალშობილთა სტრატეგიის მიმდინარეობის ანგარიში

დედათა და ახალშობილთა სტრატეგიის მიმდინარეობის ანგარიში წარადგინა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა. ანგარიშში საუბარია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების მიზნებზე,  პერინატალური რეგიონალიზაციის იმპლემენტაციის პროცესსა და პირველად შედეგებზე. 

ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარგადი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისი ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

დედათა და ახალშობილთა სტრატეგია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა. მისი მიზანია დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ასევე მასთან დაკავშირებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროების გასაუმჯობესება.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ათწლეულის განვითარების მეოთხე მიზანს უკვე მიაღწია, 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 26%-ით შემცირდა. 33%-ით არის შემცირებული ნეონატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

ანგარიშში დიდი ადგილი უჭირავს პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმასაც, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა და მიზნად დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის კიდევ უფრო შემცირებას ისახავს.

ღონისძიებას  სამედიცინო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.