• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო
16 დეკემბერი, 2017

საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო

მაღალპრიორიტეტულ გამოძახებებზე სპეციალურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებული სპეციალისტები გავლენ. საქართველოში პირველად, პარამედიკოსთა მომზადება ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე დაიწყო. სასწავლო კურსის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაესწრო. გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. 11 კურსანტი ინტენსიური თეორიული სწავლების შემდეგ, პრაქტიკულ კურსს თვე-ნახევრის განმავლობაში, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან ერთად გაივლის. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი სპეციალობის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ, რის შემდეგაც, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონულ სამსახურებში განაწილდებიან. პარამედიკოსთა მომზადების კურსის გავლა ყველა აკრედიტებული სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობის მქონე კურსდამთავრებულს მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და შემდგომი ნორმატივების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეუძლია. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ხორცილდება და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პირველი ნაკადის გადამზადება 2018 წელს დასრულდება. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო