• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
2018წელს დაბადებული პირველი ახალშობილი თამილა ბარკალაიამ მოინახულა
01 იანვარი, 2018

2018წელს დაბადებული პირველი ახალშობილი თამილა ბარკალაიამ მოინახულა

2018 წელს პირველი ახალშობილი სამშობიარო სახლ „ჰერა-2011“-ში გაჩნდა. გაბრიელ მღებრიშვილი 00.12- წუთზე ფიზიოლოგიური მშობიარობით გაჩნდა. ის ოჯახის პირველი შვილია. ახალი წლის პირველი ახალშობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ მოინახულა და დედა-შვილს საჩუქრები გადასცა. როგორც პატარა გაბრიელის დედამ თინათინ გოცირიძემ მინისტრის მოადგილეს განუცხადა, ბავშვი 50 სმ. და 3.650 კგ დაიბადა, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ და ექიმების ყურადღების ქვეშ არიან. გაბრიელის გარდა ამავე სამშობიაროში 1 იანვრის ღამეს კიდევ 4 ბავშვი დაიბადა,კლინიკაში სულ 4 ფიზიოლოგიური მშობიარობა და 1 საკეისრო კვეთა ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით საქართველოში ყველა მშობიარეს უფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობა-500 ლარით, საკეისრო კვეთა- 800 ლარით. #ჯანდაცვა2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო