• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
შეხვედრა ნარკოლოგებთან
24 იანვარი, 2018

შეხვედრა ნარკოლოგებთან

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ნარკოლოგებსა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ნარკოდამოკიდებული ადამინებისთვის ჯანდაცვის სერვისების კიდევ უფრო განვითარება და შესაბამისი გზების მოძიება იყო.
ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკაში ნებისმიერი ლიბერალიზაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში ჯანდაცვით სერვისებზე მოთხოვნის გაზრდას იწვევს, სწორედ ამიტომ დღევანდელი შეხვედრის მიზანი ახალი ხედვის შემუშავებაა, რომელიც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარე ცვლილებების ადეკვატური იქნება. „ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ ვიმსჯელოთ სერვისებზე, რომელსაც ამ სფეროში სახელმწიფო და კერძო სექტორი აწვდის მომხმარებელს. ვიმსჯელოთ იმ პოტენციალზე, რაც ჩვენ გვაქვს, რაც შეიძლება გამოვიყენით უახლოესი პერიოდის განმავლობაში და ამ დაგეგმილ ცვლილებებს მომზადებული შევხვდეთ-განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
ახალი სტრატეგიის მიზანი ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად შემცირება და მისი პრევენციაა.
ბოლო წლების განმავლობაში ზარდილია, როგორც ნარკოლოგიური პროგრამების ბიუჯეტი, ასევე მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ბენეფიაციარების რაოდენობა. თუმცა ძალიან ბევრი არის კიდევ გასაკეთებელი როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე საკადრო რესურსების მხრივ, რათა მომზადებული დავხვდეთ იმ ცვლილებებს, რაც ქვეყნის ნარკოპოლიტიკაში იგეგმება“-განმარტა ზაზა სოფრომაძემ.
ქვეყანაში არსებული სიტუაციის ანალიზი და სერვისების განვითარების მიზნით საკუთარი ხედვის წარმოდგენა ორშაბათს, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ ხედვის შექმნას ემსახურება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო