• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
ჯანმოს ოფისში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
25 იანვარი, 2018

ჯანმოს ოფისში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ  ქ.ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში მიმდინარე აღმასრულებელი საჭოს 142-ე სესიის პარალელურად, მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ორგანიზებულ საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დავით სერგეენკო მიწვეული იყო მთავარ მომხსენებლად. პრეზენტაციის მიმდინარეობისას მინისტრმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე  ისაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ეფექტურ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე.

 პანელს ხელმძღვანელობდა ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი. ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელი. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიიდან დაისვა შეკითხვები და გაკეთდა კომენტარები. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო