სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
პრესკონფერენცია წითელას შემთხვევების ზრდასთან  დაკავშირებით
30 იანვარი, 2018

პრესკონფერენცია წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით

წითელას შემთხვევების ზრდის დინამიკასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულობისკენ მოუწოდა. მან რეპროდუქციული ასაკის ქალებს, 20-დან 40 წლამდე პირებს, სამედიცინო დარგის მუშაკებს, ასევე, ბაღებისა და სკოლების ხელმძღვანელებს წითელასთან მიმართებაში აღსაზრდელების სტატუსის გადამოწმების რეკომენდაცია მისცა და ვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა.  

„წითელას სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, მისი პრევენციის ერთადერთი საშულება არის ვაქცინაცია. ბავშვები იცრებიან ორჯერადად, 0-დან 1 წლამდე და 5 წლის ასაკში. დამცველობითი ეფექტი კი ძალიან მაღალია,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მანვე იმ პირებს, ვინც არ ფლობს ინფორმაციას, ჩატარებული აქვს თუ არა წითელას საწინააღმდეგო აცრა, რევაქცინაციის რეკომენდაცია მისცა.

მწვავე ვირუსული ინფექციისგან თავის დაცვის მიზნით  სამკომპონენტიანი ვაქცინა გამოიყენება. წითელას საწინააღმდეგო აცრის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულია და დამატებითი იმუნიზაციისთვის ქვეყანაში მისი შესაბამისი რესურსია.

საქართველოში წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემია 2004-2005 წლებში გამოვლინდა. დაფიქსირდა დაავადების  8.391 და გარდაცვალების - 9 შემთხვევა, ხოლო 2013-2015 წლებში დაავადებულთა რიცხვმა 11 000-ს გადააჭარბა, ამათგან ლეტალურად დასრულდა - 4.

წითელას შემთხვევების ზრდის დინამიკა საქართველოში 2017 წლიდან აღინიშნება. 29 იანვრის მდგომარეობით,  ქვეყანაში წითელას 102 შემთხვევაა დაფიქსირებული.