• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
დავით სერგეენკო იმერეთის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
02 მარტი, 2018

დავით სერგეენკო იმერეთის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, ვაქცინაციის მნიშვნელობა და ინფექციური დაავადებების პრევენცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და სიახლეები– ამ თემებზე საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმერეთში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორს და ქალაქების მერებს ესაუბრა. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა საზოგადოებას პირველად წარუდგინა ეგრეთ წოდებული „მოქალაქის პორტალი“– citizen.moh.gov.ge , რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამებითა და სერვისებით სარგებლობის შესახებ. პერსონალური მონაცემების დადასტურების შემდეგ მოქალაქე იგებს რა სახის პაკეტით სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, კონკრეტული საჭიროების დროს როგორია დაფინანსება და ხარჯები, რომელ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებს სასურველ მომსახურებას და სხვა. ანალოგიურ შეხვედრებს ჯანდაცვის მინისტრი აჭარასა და სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეშიც მართავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო