• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
02 მარტი, 2018

დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა. მან ჯანდაცვის პირველი, მეორე და მესამე დონის 60-მდე წარმომადგენელს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში წითელას ინფექციის ეპიდემიასთან გამკლავების გზებზე გამახვილდა. მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ინფექციის პრევენციისა და შეკავების მიზნით, უკვე განხორციელებული ღონისძიებები და გაუმჯობესების გზები განიხილა. აქცენტი გაკეთდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც. ვირუსის სრულად აღმოსაფხვრელად, მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მისი პირველადი ჯანდაცვის დონეზე მიწოდების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სხდომაზე ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი საპილოტე პროგრამა „აჭარა ტუბერკულოზის გარეშე“ წარადგინეს. მისი განხორციელება რეგიონში მიმდინარე წლის ივლისიდან იგეგმება. აჭარის სამედიცინო საზოგადოებასთან გამართულ შეხვედრაზე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამისა და მოქალაქის პორტალის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა და განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის შეფასება მოისმინა. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო