• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო საზოგადოებასთან
03 მარტი, 2018

შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო საზოგადოებასთან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო საზოგადოებას და ადგილობრივი მუნიციპალიეტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა აუდიტორიას ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ახალი პილოტური პროგრამა წარადგინა. პროექტი აივ შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის “ერთი ქოლგის ქვეშ” - პირველადი ჯანდაცვის დონეზე, მუნიციპალიტეტების ჩართულობით მართვას გულისხმობს. შეხვედრაზე აქცენტი წითელას შეკავების გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე გაკეთდა. აუდიტორიასთან ერთად ჯანდაცვის სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობა და სამედიცინო სექტორში არსებული სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს. არსებული გამოწვევების საპასუხოდ ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლზე გამახვილდა ყურადღება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საზოგადოებას პერმანენტულ რეჟიმში ხვდება. ანალოგიური ფორმატის შეხვედრა მინისტრს იმერეთისა და აჭარის რეგიონში ჰქონდა. ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო