• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიხსნა
07 მარტი, 2018

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიხსნა

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდთან ერთად გახსნა. მან ყურადღება პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის, C ჰეპატიტთან დაკავშირებული სერვისების დეცენტრალიზაციასა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე გაამახვილა. „პროგრამის დასაწყისში ჩვენს მოქალაქეებს დიაგნოსტიკა და მკურნალობა მხოლოდ სპეციალიზებულ კლინიკებში შეეძლოთ. ამ კლინიკების რაოდენობა თანდათან გაიზარდა, მაგრამ დეცენტრალიზაციის არსია, რომ ჯერადობით გაიზარდოს იმ ადგილების რაოდენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები დიაგნოსტიკას და მკურნალობას შეძლებენ,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. მანვე პროგრამის პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გაფართოებაზე გააკეთა აქცენტი. „აუცილებელია, ყველა რაიონში მინიმუმ ერთი დაწესებულების, ხოლო დიდ ქალაქებში - დამატებით დაწესებულებების გახსნა. რაც მთავარია, ოჯახის ექიმების გადამზადება, ჩართვა და ამ პროგრამის პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გაფართოება,“ - განმარტა მინისტრმა. სხდომაზე პროგრამის 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება, არსებული მიღწევები და გამოწვევები შეფასდა. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო. დღემდე მკურნალობაში 45 ათასამდე პაციენტი ჩაერთო, მედიკამენტის მიღება 40 ათასამდე პირმა დაასრულა, განკურნების კოეფიციენტი კი, 98.2%-ს აღწევს. მეხუთე სამუშაო შეხვედრაში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ბეტ სკაგსი, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კლინიცისტები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ. სამდღიანი სამუშაო შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებითა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით გაიმართა. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო