სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
დავით სერგეენკო ჯანმოს რეგიონულ შეხვედრას დაესწრო
16 აპრილი, 2018

დავით სერგეენკო ჯანმოს რეგიონულ შეხვედრას დაესწრო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესპანეთში, ქ. სიტჯესში  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ  შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. სხდომაზე მსოფლიოს 11 ქვეყნის წარმომადგენელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი,  მსოფლიო ბანკისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლები არაგადამდებ დაავადებებზე რეაგირების საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრაზე დავით სერგეენკო სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა თავის სიტყვაში ყურადღება არაგადამდები დაავადებების მართვაზე, საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებს მიაპყრო. დავით სერგეენკომ ხაზგასმით ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული სამიტების მნიშვნელობაზეც, რაც ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების  შესაძლებლობას იძლევა.

„დღევანდელი შეხვედრის მისია უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის. არსებული გამოწვევები და პრობლემები შესაძლებელია,  მრავალ ქვეყანას აწუხებდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების ხედვების გაზიარება უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ დავინახოთ და განსაზღვროთ სხვადასხვა თვალით დანახული გამოწვევები“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის რეგიონული შეხვედრა დღეს გაიხსნა და 18 აპრილს დასრულდება.