• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
დავით სერგეენკო ჯანმოს 71-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
23 მაისი, 2018

დავით სერგეენკო ჯანმოს 71-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ქ.ჟენევაში მიმდინარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 71-ე სხდომაში მონაწილეობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა განიხილავს 2019-2023 წლების სამუშაო პროექტს, რომელიც დასამტკიცებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გადასცა. "ჯანმრთელობა ყველასათვის: გზა საყოველთაო ჯანდაცვისაკენ„- ეს იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა. დავით სერგეენკომ თავის გამოსვლაში ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, როგორც მდგრადი განვითარების 2030 მიზნების მიღწევის საუკეთესო საშუალებაზე და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმაზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ასამბლეა ქ. ჟენევაში წელიწადში ერთხელ იმართება და ის ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანოა. მასში მონაწილეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაცია იღებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 71-ე ასამბლეა 21 მაისს გაიხსნა და კიდევ 4 დღეს გაგრძელდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო