• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
დავით სერგეენკო გერმანიის დელეგაციას შეხვდა
31 მაისი, 2018

დავით სერგეენკო გერმანიის დელეგაციას შეხვდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის დელეგაციას უმასპინძლა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. დავით სერგეენკომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებული აქცენტი გლობალური ფონდის ხელშეწყობით განხორციელებულ პროექტებზე გაკეთდა. მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მხარეებმა დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს და თანაშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. დელეგაციის შემადგენლობაში გერმანიის პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელები შედიან. ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო და 2 ივნისს დასრულდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისოლიდარობის ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო