• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
ზაზა ბოხუა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა
09 ივლისი, 2018

ზაზა ბოხუა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა

10-14 ივლისს, თბილისში დაგეგმილი რეგიონალური სემინარი "სხივური დიაგნოსტიკის დასაბუთებული და უსაფრთხო გამოყენება" გაიმართება. სემინარის ფარგლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელს ჟენია ვასილევასა და ექიმ-რადიოლოგ მიხეილ ოკუჯავას შეხვდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა, მიძღვნილია დიაგნოსტიკური რადიოლოგიური გამოკვლევების უსაფრთხო გამოყენებისადმი და მის მიზანს საქართველოში სამედიცინო რადიოლოგიური სერვისის ხარისხის გაუმჯობესებისა წარმოადგენს.

საქართველო დღეისათვის რეგიონალური ლიდერია დიაგნოსტიკური და თერაპიული სხივური მედიცინის თვალსაზრისით. სამედიცინო რადიოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია ჩვენს ქვეყანაში. ახალი მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვა მოითხოვს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დაცვას და კადრების კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო