• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
შეხვედრა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებთან
19 ივლისი, 2018

შეხვედრა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებთან

საქართველო არის მაგალითი, მთელი მსოფლიოსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით. ასე შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტის განყოფილების დირექტორმა ფრანცისკო ავერჰოფმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა .

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობა და დაგეგმილი ცვლილებეები. ერთ-ერთი სიახლე დეცენტრალიზაციის პროექტია, რაც ნიშნავს,  რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში,  მინიმუმ ერთი დაწესებულება ჩაერთვება პროგრამაში და დიაგნოსტიკისა და ბენეფიციარებს მკურნალობის სრულ სერვისს შესთავაზებენ.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა და საქართველოს დაავადებათა კოტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო