• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
დავით სერგეენკო ამსტერდამში  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
24 ივლისი, 2018

დავით სერგეენკო ამსტერდამში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამსტერდამში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ შიდსისა და C ჰეპატიტის საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალს დაესწრო.

 დავით სერგეენკო ღონისძიებაზე რამდენიმე მოხსენებით  წარსდგა. სიტყვით  გამოსვლისას, მან ყურადღება მიაპყრო საქართველოში შიდსის მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე.

დავით სერგეენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტად  რჩება მიდგომა - „მკურნალობა ყველასათვის“, რომელსაც ორმაგი სარგებელი აქვს: ერთის მხრივ, უზრუნველყოფს დაავადებულთა მკურნალობას, მეორეს მხრივ ის აივ ინფიცირების პრევენციის საშუალებაა.

ციტატა მინისტრის გამოსვლიდან:   „2015 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც გამოიცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინი „მკურნალობა ყველასათვის“, საქართველოს შიდსის ცენტრმა განაახლა   ეროვნული გაიდლაინი და   პროგრამაში ჩართო ყველა აივ ინფიცირებული პირი, მიუხედავად მათი მდგომარეობის სიმძიმისა. შიდსის გლობალური მონიტორინგის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მიაღწია დიაგნოსტირებული პირების 81%-ში მკურნალობით მოცვას“.

 ჯანდაცვის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ის ახალი სერვისები გააცნო, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს- „ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა აივ ინფიცირებულთა გამოვლენა, ამიტომ 2015 წლიდან საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით გათვალისწინებული სწრაფი მარტივი ტესტირების ფარგლებში ხორციელდება აივ ინფექციის სკრინინგიც.

2018 წლიდან საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი გავრცელების რეგიონში (სამეგრელო) დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აივ ინფექციის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირებული სერვისის შეთავაზებას. პროექტი ხორციელდება პირველადი ჯანდაცვის დონეზე და უზრუნველყოფს სამი დაავადების გამოვლენისა და მართვის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევას. პროექტით მოსახლოების დიდი უმრავლესობა დაინტერესდა და დაიწყო აქტიური ჩართულობა. დღეისათვის პოპულაციის 1/3-მა ჩაიტარა C ჰეპატიტის სკრინინგი და გამოვლინდა 48 000 ინფიცირებული პირი, რომლებიც დაუყოვნებლად ჩაერთნენ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში. აღნიშნული პირები ელიმინაციის სამიზნე ჯგუფის 35%-ს შეადგენს. „

დავით სერგეენკომ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერისათვის და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება- „ყველა ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გლობალური ფონდისა და გაეროს აივ ინფექციისა და შიდსის პროგრამების მხარდაჭერის გარეშე. მათთან სამომავლო  თანამშრომლობა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზემოთ ხსენებული ღონისძიებების მდგრადი განვითარებისთვის“-განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში დავით სერგეენკომ წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იყო აღწერილი საქართველოში შიდსთან და C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგია, განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო