• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
სკრინინგის აქცია იუსტიციის სახლში
02 აგვისტო, 2018

სკრინინგის აქცია იუსტიციის სახლში

C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის აქცია ამჯერად იუსტიციის სახლში გაიმართა.  „STOP C “ − ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. ღონისძიების მიმდინარეობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო,  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი იუსტიციის სახლში დღეიდან 8 აგვისტოს ჩათვლით დარჩება და ყველა მსურველს საშუალება ექნება, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე.

აღსანიშნავია, რომ  C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია თბილისის იუსტიციის სახლში უკვე მეორედ იმართება. გასულ წელს,  ერთდღიანი აქციის ფარგლებში, C ჰეპატიტის სკრინინგი თბილისის იუსტიციის სახლის 1000-ზე მეტმა ვიზიტორმა ჩაიტარა.

სკრინინგის აქციები მიზნად ისახავს C ჰეპატიტის ვირუსის დროულ გამოვლენას. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა პირმა დროულად გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებით.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული. განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ს შეადგენს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო