• კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი
მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
BMJ–ის  საგანმანათლებლო პლატფორმის  მომავალი  გეგმის განხილვა
02 აგვისტო, 2018

BMJ–ის საგანმანათლებლო პლატფორმის მომავალი გეგმის განხილვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა ლონდონის რეგიონული პროექტების (BMJ) და აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე DTRA-ს საქართველოს პროგრამების პორტფოლიო მენეჯერმა დენის მუშულინმა BMJ–ის  საგანმანათლებლო პლატფორმის  მომავალი მდგრადობის გეგმა წარმოადგინა. მხარეებმა წარმოდგენილი გეგმა განიხილეს და სამომავლო აქტივობები დასახეს.

ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლებმა უცხოელ პარტნიორებს  2018 წლის 19 ივლისს დამტკიცებული დოკუმენტი გაუზიარეს, რომელიც  უწყვეტი სამედიცინო განათლების ფორმების აკრედიტაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნული დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ საქართველოში აღიარებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების ყველა ის ფორმა, რომელიც ევროკავშირსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებშია, მ.შ.  ელექტრონულ პლატფორმაზე დაფუძნებული ინტერნეტ-პროგრამები (ონლაინ კურსი), ამავდროულად, ევროკავშირის და სხვა განვითარებული ქვეყნების სათანადო ორგანიზაციების, ასევე, ევროპის უწყვეტი პროფესიული განათლების სააკრედიტაციო საბჭოს - EACCME მიერ აკრედიტებული უსგ აქტივობები/მიმწოდებლები მ.შ. ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) სასწავლო რესურსები, საქართველოში აღიარებულია ავტომატურად, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამატებითი აკრედიტაციის მინიჭების გარეშე.

ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) პორტალი მოიცავს სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების სასწავლო მოდულებს. სისტემა იძლევა უსგ/უპგ თვალის მიდევნების, ადგილობრივ ენებზე თარგმნის და ეროვნული გაიდლაინების ჩასმის საშუალებას. BMJ-ის მოდულები აკრედიტებულია 20-ზე მეტ ქვეყანაში.

პროექტი სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის აგვისტოში  ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან (BMJ) თანამშრომლობის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის დაიწყო. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას  აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) უზრუნველყოფს.

ამჟამად ფუნქციონირებს ქართულენოვანი პორტალი (BMJ), სადაც სხვადასხვა კლინიკური დარგის 400-მდე თარგმნილი მოდულია განთავსებული. მოდული ხელმისაწვდომია პრაქტიკოსი ექიმებისთვის დაავადების დიაგნოსტიკის, პროგნოზირების, მართვის და პრევენციის კუთხით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებისოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო